ნაჩო: “ვეცდებით მამარდაშვილს კარგი დღე არ ჰქონდეს“
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.
ფურია როხას ვეტერანმა უკანახაზელმა ნაჩო ფერნანდესმა მოახლოებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
ნაჩო:
„გიორგი მამარდაშვილი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის ლა ლიგაში ბრწყინვალედ ასპარეზობს. მიუხედავად ამისა, ნუ ინერვიულებთ. ვეცდებით, რომ ბევრი გოლი გავუტანოთ და ვეცდებით, რომ მამარდაშვილს კარგი დღე არ ჰქონდეს. ეჭვგარეშეა, გიორგი აჩვენებს, რომ ძალიან კარგი მეკარეა.“
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ჩეხეთთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. პორტუგალიასთან კი კარი მშრალად შეინახა. ქართველი მეკარის კარგი თამაში ავტორიტეტულ გამოცემა OneFootball-ს არ გამოეპარა და ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
ცნობისთვის, საქართველოსა და ესპანეთის მერვედფინალური დაპირისპირება 30 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.