მორიგი მიღწევა - მამარდა და მიქაუტაძე ჯგუფური ეტაპის სიმბოლურში
ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უცხოელი გულშემატკივრები გული მოიგო და ავტორიტეტული გამოცემების ყურადღების ცენტრში მოექცა.
დღეს, ცნობილი გამოცემა OneFootball ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ გუნდს აქვეყნებს, რომელშიც ორი ქართველი ფეხბურთელი ფიგურირებს. საუკეთესოებში მამარდაშვილი და მიქაუტაძე მოხვდნენ.
შემადგენლობა:
მამარდაშვილი, მიულდური, პეპე, ბიოლი, კუკურეია, ბერნარდუ სილვა, მარსელ ზაბიცერი, ფაბიან რუისი, კოდი გაკპო, ჯამალ მუსიალა, გიორგი მიქაუტაძე.
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე ამ მომენტისთვის 3 გოლით ევრო 2024-ის საუკეთესო ბომბარდირია.
რაც შეეხება მამარდაშვილს, ის ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ხოლო პორტუგალიასთან კარგი მშრალად შეინახა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მერვედფინალურ სტადიაზე ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშებს. აღნიშნული დაპირისპირება 30 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.