დანი კარვახალი
Aa
Aa

„ნაკრებში სხვა პოზიციაზე თამაშობს“ | კარვახალმა კვარაზე ისაუბრა

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა, დანი კარვახალმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა. კარვახალი „კვარას“ უფრთხის და აცხადებს, რომ ის საქართველოს ნაკრებში სხვა პოზიციაზე თამაშობს.

„ჩემი და ხვიჩას გზები რამდენჯერმე გადაიკვეთა. მიმდინარე სეზონში, მის წინააღმდეგ 4-ჯერ ვითამაშე. ორჯერ ჩემპიონთა ლიგაზე, რეალის მაისურით, ორჯერ - ეროვნული გუნდის მაისურით.

ვალიადოლიდში გამართულ შეხვედრაში, კვარაცხელიამ გოლი გაგვიტანა, მაგრამ ვფიქრობ, საერთო ჯამში, მისი შეჩერება მოვახერხეთ. ხვიჩა ძალიან, ძალიან კარგი ფეხბურთელია და მისი აყვანა რთულია. საქართველოს ნაკრებში იგივე პოზიციაზე არ თამაშობს, რაც ნაპოლიში უკავია. ეროვნულ გუნდში მარცხენა გარემარბი არაა და უფრო მეორე თავდამსხმელის ფუნქციებს ითავსებს. მომდევნო თამაშში აუცილებელი იქნება, მას განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ“.

ცნობისთვის, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება. OPTA-ს სუპერკომპიუტერი საქართველოს ნაკრების შანსს 13,5 პროცენტით აფასებს, შესაბამისად ესპანეთის გამარჯვების შანსი 86,5 პროცენტით ფასდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მამარდას თამაში არავის გვიკვირს“ | კანისარესმა ქართველი მეკარე შეაქო
„მამარდას თამაში არავის გვიკვირს“ | კანისარესმა ქართველი მეკარე შეაქო