ხვიჩა კვარაცხელია, გუტი
Aa
Aa

„ცოტათი გაბრაზებული ვარ“ | გუტიმ კვარას მიცემული პირობა შეახსენა

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, გუტი ერნანდესმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. გუტი სპორტული გადაცემის, El Chiringuito de Jugones-ის სტუმარი იყო და „კვარას“ მისთვის მიცემული პირობა შეახსენა.

„ხვიჩაზე ცოტათი გაბრაზებული ვარ. რატომ? ინსტაგრამზე მიმოწერა გვქონდა და თავის მაისურს დამპირდა, რომელიც ჯერ კიდევ არ მიმიღია. მინდა, აქედან მივმართო და იმედია, საქართველოს ნაკრების მაისურს, რომლითაც ევრო 2024-ზე თამაშობს, გამომიგზავნის. ძალიან მინდა, მისი მაისური სახლში მქონდეს, თუმცა, ისეც არ მინდა, ის მაისური გამომიგზავნოს, რომლითაც ესპანეთს გააგდებს“.

შეგახსენებთ, რომ Geo Team-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, კვარაცხელიამ განაცხადა, რომ ფეხბურთი გუტიმ შეაყვარა. აღნიშნული ვიდეო ესპანელმა ფეხბურთელმაც იხილა და „კვარას“ ხელმოწერელი მაისური გაუგზავნა, რომელიც იტალიაში El Chiringuito-ს ჟურნალისტმა, ნიკო როდრიგესმა ჩაიტანა.

ესპანელმა ლეგენდამ საკუთარ მაისურზე ასეთი შინაარსის წარწერა დატოვა: „მადლობა, რომ ჩემი ფეხბურთი შეგიყვარდა. შენი თამაში ფეხბურთს ბევრ ბავშვს შეაყვარებს“. გუტიმ „კვარას“ წერილიც გაუგზავნა, რომელშიც ვკითხულობთ: „იმედია, მაისური მოგეწონა და ოცნებები აგიხდება. რეალში გელოდები და იმედია, მალე შევხვდებით“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მამარდას თამაში არავის გვიკვირს“ | კანისარესმა ქართველი მეკარე შეაქო
„მამარდას თამაში არავის გვიკვირს“ | კანისარესმა ქართველი მეკარე შეაქო