გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია | მონაკო მიქაუტაძის ტრანსფერს უახლოვდება

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძისთვის ბრძოლაში „მონაკო“ დაწინაურდა. „მეცის“ თავდამსხმელის მომავალთან დაკავშირებით, ფაბრიციო რომანომ ახალი ინფორმაცია გაავრცელა და მხარეებს შორის შემდგარი შეთანხმების შესახებ გვაუწყა.

რომანოს მიხედვით, „მონაკომ“ მიქაუტაძესთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. ფრანგულმა გრანდმა „მეცს“ წინადადებაც გაუგზავნა და ცდილობს, ქართველი თავდამსხმელის სხვა მსურველებს აჯობოს. „მონაკოს“ მიზანია, ტრანსფერი ევრო 2024-ის დასრულებამდე დახუროს.

მონეგასკები მიქაუტაძეს ვისამ ბენ იედერის შემცვლელად მოიაზრებენ. „მონაკოს“ გარდა, გიორგი „ლილის“, „რენისა“ და „ლიონის“ რადარებზეც იმყოფება. იგი „სევილიასა“ და „ატლეტიკოსაც“ დაუკავშირეს, მაგრამ ყველაზე აქტიურად „მონაკოზე“ იწერება.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე ევრო 2024-ის საუკეთესო ბომბარდირია და ჯგუფური ეტაპის შემდეგ, სამი გოლი აქვს გატანილი. გიორგი წარმატებული სერიის გაგრძელებას ესპანეთთან მატჩში შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მამარდას თამაში არავის გვიკვირს“ | კანისარესმა ქართველი მეკარე შეაქო
„მამარდას თამაში არავის გვიკვირს“ | კანისარესმა ქართველი მეკარე შეაქო