გიორგი მამარდაშვილი, სანტიაგო კანისარესი
Aa
Aa

„მამარდას თამაში არავის გვიკვირს“ | კანისარესმა ქართველი მეკარე შეაქო

„ვალენსიას“ ლეგენდარულმა მეკარემ, სანტიაგო კანისარესმა ესპანურ გამოცემას, ABC-ს ინტერვიუ მისცა. „ღამურების“ ყოფილმა ფეხბურთელმა გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „მესტალიაზე“ არავის უკვირს ის, რასაც „მამარდა“ ევრო 2024-ზე აკეთებს.

„ვალენსიაში მამარდაშვილის თამაშით გაკვირვებული არავინ დარჩენილა. 3 სეზონია გიორგის თვალს ვადევნებთ და ძალიან კარგად ვიცით, რა შეუძლია. გიორგი არის ტალანტი, რომელიც შემთხვევით აღმოვაჩინეთ და იგი კლუბში შექმნილი საჭიროების შედეგად დაიბადა. მამარდაშვილი ვალენსიას სარეზერვო გუნდშიც გამორჩეული იქნებოდა, მაგრამ საჭიროებამ ღამურების ძირითადი გუნდის მეკარედ აქცია და ახლა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

2023/24 წლების სეზონში, მან საკუთარი სეივების წყალობით, ვალენსიას უამრავი ქულა გადაურჩინა და გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი იყო“, - განაცხადა კანისარესმა.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე გამართულ სამ შეხვედრაში, მამარდაშვილმა 20 სეივი გაიფორმა და კარი მშრალად ერთხელ, პორტუგალიასთან შეინახა. მერვედფინალში, გიორგი და კომპანია ესპანეთს დაუპირისპირდებიან და მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარამ აჩვენა, რომ გუნდების ნაწილებად დაშლა შეუძლია“ | Goal-მა ჯგუფური ეტაპი შეაფასა
„კვარამ აჩვენა, რომ გუნდების ნაწილებად დაშლა შეუძლია“ | Goal-მა ჯგუფური ეტაპი შეაფასა