თემურ ქეცბაია
Aa
Aa

„მიჭირს იმ სიხარულის ბოლომდე გამოხატვა, რასაც ვგრძნობ“ | ქეცბაიას პოსტი ნაკრებზე

საქართველოს ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, თემურ ქეცბაიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. „ქეცბამ“ „ჯვაროსნების“ წარმატებაზე დაწერა და ფეხბურთელებს, ფედერაციის ხელმძღვანელებსა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

„მიჭირს იმ სიხარულის ბოლომდე გამოხატვა, რასაც ვგრძნობ, რასაც მთელი 10 დღის განმავლობაში, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ქართველ გულშემატკივართან ერთად ვგრძნობდი. როგორც არ უნდა დასრულდეს ევროპის ჩემპიონატი, საქართველო იქნება ამ ტურნირის მთავარი აღმოჩენა და ალბათ გამარჯვებულიც, რადგან ძნელი წარმოსადგენია, სადმე ისე გააერთიანოს ხალხი ამ წარმატებამ, როგორც ჩვენთან.

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს და რა თქმა უნდა ფეხბურთელებს მადლობას ვუხდი, წლების განმავლობაში გაწეული შრომისთვის და ამ ტურნირამდე მოსვლისთვის. ცხოვრებაში ბევრი რამ მინახავს, მაგრამ ჩემთვის ეს 10 დღე ყველაზე ბედნიერი და ემოციური პერიოდია, რომელიც ჯგუფური ეტაპის პერიოდში გერმანიაში გავატარე.

მადლობა გულშემატკივარს, ასეთი მხარდაჭერისთვის“.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა 4 ქულა დააგროვა და მერვედფინალში ესპანეთს შეხვდება. მატჩი 30 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარამ აჩვენა, რომ გუნდების ნაწილებად დაშლა შეუძლია“ | Goal-მა ჯგუფური ეტაპი შეაფასა
„კვარამ აჩვენა, რომ გუნდების ნაწილებად დაშლა შეუძლია“ | Goal-მა ჯგუფური ეტაპი შეაფასა