გიორგი მამარდაშვილი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური ნაკრები | ორი ქართველი L`Equipe-ის ტოპ 11-ში

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, L’Equipe-მა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური ნაკრები შემოგვთავაზა. L’Equipe-ის ტოპ 11-ში საქართველოს ნაკრების ორ წარმომადგენელს ვხედავთ: გიორგი მიქაუტაძე, გიორგი მამარდაშვილი.

„ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში მოულოდნელად გასულ საქართველოს ნაკრებს შეუძლია, თავის მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს მადლობა უთხრას. ჯგუფურ ეტაპზე შესრულებული 20 სეივით, მამარდა სტატისტიკის გრაფაში დომინანტია. თურქეთთან, მან საშუალო დონეზე ითამაშა, პორტუგალიასთან და ჩეხეთთან კი ყველაფერი მოიგერია“, - წერს L’Equipe-ი „ჯვაროსნების“ მეკარეზე.

„სამი გოლისა და 1 ასისტის მქონე გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის საუკეთესო ბომბარდირი და ყველაზე გადამწყვეტი ფეხბურთელია. მეცის თავდამსხმელმა საქართველოს ნაკრების მაისურით განაგრძო ის, რასაც ფრანგულ კლუბთან ერთად, სეზონის მეორე ნახევარში აკეთებდა. ლიონის აღზრდილმა მოთამაშემ ძალიან კარგი თამაშები ჩაატარა და მეფე გიორგი ჩვენს შეტევაში მოხვდა“, - აცხადებს L’Equipe-ი მიქაუტაძეზე.

ცნობისთვის, მამარდაშვილისა და მიქაუტაძის გარდა, ფრანგული გამოცემის სიმბოლურში დანი კარვახალი, პეპე, რუბენ დიაში, ნათან აკე, როდრი, ფაბიან რუისი, ანდრე ონანა, ჯამალ მუსიალა და დენ ნდოიე მოხვდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აურელიო დე ლაურენტისი გერმანიაში ჩაფრინდა | ხვიჩას პირადად შეხვდნენ
აურელიო დე ლაურენტისი გერმანიაში ჩაფრინდა | ხვიჩას პირადად შეხვდნენ