ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარამ აჩვენა, რომ გუნდების ნაწილებად დაშლა შეუძლია“ | Goal-მა ჯგუფური ეტაპი შეაფასა

საფეხბურთო პორტალმა, Goal-მა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი შეაფასა. ცნობილი გამოცემის ყურადღების ცენტრში საქართველოს ნაკრებიც მოექცა და Goal-მა განაცხადა, რომ „ჯვაროსნების“ მონაწილეობით გამართული მატჩები სასიამოვნო საყურებელია.

„საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ის პლეიოფში გასვლის შანსს არავინ აძლევდა. იყვნენ ისეთები, ვინც ვარაუდობდნენ, რომ დებიუტანტი გუნდი ქულასაც ვერ აიღებდა. ჩეხეთთან და თურქეთთან გამართული მატჩების შემდეგ, ვილი სანიოლის ბიჭებმა მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდეს და პორტუგალია დაამარცხეს.

ჯვაროსნებმა მერვედფინალის საგზური მოიპოვეს და ესპანეთს დაუპირისპირდებიან, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო გუნდი გახლდათ. საქართველოსთვის ეს პრობლემა არ იქნება. გიორგი მამარდაშვილის სახით, მათ კარგ ფორმაში მყოფი უმაღლესი დონის მეკარე ჰყავთ. ყველასთვის მოულოდნელად, გიორგი მიქაუტაძე ტურნირის ბომბარდირია, ხვიჩა კვარაცხელიამ კი პორტუგალიასთან აჩვენა, რომ ელვისებური სისწრაფითა და გამანადგურებელი უნარებით მეტოქე გუნდების ნაწილებად დაშლა შეუძლია. ტურნირის დაწყებამდე, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ნაკრები ჩანდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათი თამაში ყველაზე სასიამოვნო საყურებელია“, - წერს Goal-ი.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა 4 ქულა დააგროვა და მერვედფინალში ესპანეთს შეხვდება. მატჩი 30 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ესპანეთი საქართველოს 3:0-ს მოუგებს“ | ლოთარ მათეუსის პროგნოზი
„ესპანეთი საქართველოს 3:0-ს მოუგებს“ | ლოთარ მათეუსის პროგნოზი