ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

საქართველო ინგლისზე და იტალიაზე წინ | Guardian-ის რეიტინგი ჯგუფური ეტაპის შემდეგ

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ, The Guardian-მა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ტურნირის მონაწილე ნაკრებების თამაში შეაფასა და ისინი სიძლიერის მიხედვით დაალაგა. The Guardian-მა საქართველოს ნაკრების მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა და „ჯვაროსნებს“ მეშვიდე ადგილი მიაკუთვნა.

„საქართველოს ნაკრები, რომელსაც ევრო 2024-ის მონაწილეებს შორის ფიფა-ს რეიტინგში ყველაზე დაბალი პოზიცია უკავია, ტურნირის აღმოჩენა გახდა. ჯვაროსნები თურქეთთან ფრეს იმსახურებდნენ, ხოლო ჩეხეთთან გამარჯვება შეეძლოთ და საბა ლობჟანიძეს რომ გაეტანა, სამ ქულასაც აიღებდნენ.

ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, საქართველო პორტუგალიას დაუპირისპირდა და ჯვაროსნების პლეიოფში გასვლის ბედი სწორედ ამ მატჩში გადაწყდა. ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი მამარდაშვილმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინეს, გიორგი მიქაუტაძე კი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირების სიაში სამი გოლით პირველ ადგილს იკავებს. მატჩის შემდეგ, კვარამ განაცხადა, რომ მისი გუნდისთვის ერთ პროცენტიანი შანსიც საკმარისია, რომ მიზანს მიაღწიოს. და ახლა მომდევნო გაჩერება ესპანეთია“, - წერს The Guardian-ი.

ცნობილი ბრიტანული გამოცემის რეიტინგში ჩვენზე წინ შვეიცარია, პორტუგალია, საფრანგეთი, ავსტრია, გერმანია და ესპანეთი იმყოფებიან. „ჯვაროსნები“ თურქეთს (მერვე ადგილი), ინგლისს (მეცხრე ადგილი), ბელგიას (მეათე ადგილი), იტალიას (მეთერთმეტე ადგილი), ნიდერლანდებს (მეთორმეტე ადგილი), დანიას (მეცამეტე ადგილი), რუმინეთს (მეთოთხმეტე ადგილი), სლოვაკეთს (მეთხუთმეტე ადგილი) და სლოვენიას უსწრებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩავი მართალი იყო“ | რას წერს ესპანური Sport-ი კვარაცხელიაზე
„ჩავი მართალი იყო“ | რას წერს ესპანური Sport-ი კვარაცხელიაზე