გიორგი მამარდაშვილი, ლოთარ მათეუსი
Aa
Aa

„ესპანეთი საქართველოს 3:0-ს მოუგებს“ | ლოთარ მათეუსის პროგნოზი

გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ, ლოთარ მათეუსმა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ წყვილებთან დაკავშირებით, საკუთარი პროგნოზები გაგვიზიარა. მათეუსმა ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩზეც ისაუბრა და „ფურია როხას“ დამაჯერებელი გამარჯვება იწინასწარმეტყველა.

„საქართველოს ნაკრების სამივე თამაში საკუთარი თვალით ვნახე. ვილი სანიოლის ხელწერა აშკარაა. მას კარგად ორგანიზებული გუნდი ჰყავს, რომელიც მშვენივრად თამაშობს. ჯერჯერობით, გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეა და ის თანაგუნდელებს თავდაჯერებულობას გადასცემს. საქართველოს ნაკრებში, ხვიჩა კვარაცხელიაც უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც ტექნიკურად ძალიან ძლიერი შემტევია.

ქართველებმა პატივისცემა დაიმსახურეს, მაგრამ ვფიქრობ, ესპანეთი გაიმარჯვებს. ფურია როხას უკეთესი ინდივიდუალური და გუნდური ხარისხი აქვს. პორტუგალიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი მათთვის გაფრთხილება იყო და ესპანელები ქართველებს სათანადოდ დააფასებენ. ასე რომ, მგონია, ფურია როხა 3:0-ს მოიგებს“, - აღნიშნა მათეუსმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება 30 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩავი მართალი იყო“ | რას წერს ესპანური Sport-ი კვარაცხელიაზე
„ჩავი მართალი იყო“ | რას წერს ესპანური Sport-ი კვარაცხელიაზე