ლაშა გობაძე
Aa
Aa

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების გადაწყვეტილება | ლაშა გობაძე პარიზში იჭიდავებს

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამი სპორტსმენით გამოვა. რამაზ ზოიძისა და რობერტ კობლიაშვილის გარდა, საქართველოს ღირსებას ლაშა გობაძეც დაიცავს.

გობაძეს ოლიმპიადის ლიცენზია არ ჰქონდა, მაგრამ ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების გადაწყვეტილებით, ოლიმპიადას ჩამოშორებული ბელარუსი სპორტსმენის - მასკევიჩის ადგილს ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ გობაძე 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდის. ზოიძესა და კობლიაშვილს რაც შეეხებათ, რამაზი 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში იჭიდავებს, კობლიაშვილი - 97-ში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როგორც იქნა | Four Four Two-მ მამარდა ტოპ 10 მეკარეს შორის შეიყვანა
როგორც იქნა | Four Four Two-მ მამარდა ტოპ 10 მეკარეს შორის შეიყვანა