გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

როგორც იქნა | Four Four Two-მ მამარდა ტოპ 10 მეკარეს შორის შეიყვანა

Four Four Two-მ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების რეიტინგი განაახლა. ავტორიტეტული ბრიტანული ჟურნალის ტოპ 10-ის ძველ ვერსიებში, გიორგი მამარდაშვილი საუკეთესოთა შორის არც ერთხელ მოხვედრილა, მაგრამ ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, Four Four Two-ს კორექტივების შეტანა მოუწია.

„უმეტეს შემთხვევაში, მეკარეები კარიერის პიკში მაშინ შედიან, როცა 30 წელს უახლოვდებიან. გამომდინარე აქედან, საშიშიც კია იმაზე ფიქრი, რამდენად მაგარ მეკარედ შეიძლება 23 წლის გიორგი მამარდაშვილი იქცეს. 199 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე გოლკიპერი ბრწყინვალეა, როგორც მაღალ ბურთებსა და საკუთარ საჯარიმოში თამაშის კუთხით, ისე დაბალი დარტყმების მოგერიების მხრივაც, რაც მაღალი კიპერებისთვის შედარებით რთულია.

ევრო 2024-ზე, საქართველოს ნაკრების კარში ნაჩვენები თამაში, რომელმაც ჯვაროსნები პლეიოფში გაიყვანა, მამარდაშვილს გარღვევის მოხდენაში დაეხმარა. ამ ძალიან ძვირადღირებული და უაღრესად ნიჭიერი ფეხბურთელის ევროპულ გრანდში გადასვლა მხოლოდ დროის ამბავია“, - წერს ბრიტანული ჟურნალი.

ცნობისთვის, Four Four Two-ს რეიტინგში, მეცხრე ადგილს იან ზომერი იკავებს. ემილიანო მარტინესი მერვე ადგილზეა, იან ობლაკი - მეშვიდეზე, ჯანლუიჯი დონარუმა - მეექვსეზე, მანუელ ნოიერი - მეხუთეზე, მაიკ მენიო - მეოთხეზე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი - მესამეზე, ედერსონი - მეორეზე, ალისონი - პირველზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
5 მილიონზე შეთანხმდებიან - ზურიკოს ტრანსფერი რეალური ხდება
5 მილიონზე შეთანხმდებიან - ზურიკოს ტრანსფერი რეალური ხდება