გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, სანდრო კობახიძე
Aa
Aa

მამარდას ტოპ-კლუბში გადასვლა დროის ამბავია - კობახიძის შეფასება ნაკრების თამაშზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სანდრო კობახიძე ბუნებრივია გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს თვალს სისტემატურად ადევნებს და აბსოლუტური უმრავლესობის მსგავსად, ქართველი მოთამაშეების გამოსვლით ისიც აღფრთოვანებულია. Crystalsport-თან ინტერვიუში მან დეტალურად შეაფასა სამივე მატჩი და ესპანეთთან მოახლოებულ მერვედფინალზეც საკუთარი აზრი დააფიქსირა

რა თქვა კობახიძემ

საუბარს თურქეთთან მატჩით დავიწყებ და ვიტყვი, რომ თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, წაგებას არ ვიმსასახურებდით და სამი ქულა უნდა აგვეღო. თუმცა, ობიექტურად რომ შევხედოთ ყველაფერს, ფრეც სამართლიანი შედეგი იქნებოდა.

ჩეხეთზე ჩემი აზრია, რომ ეს გუნდი თურქეთზე გაცილებით ძლიერი იყო, უბრალოდ რიგ შემთხვევებში არ გაუმართლათ. თურქებთან მათ დებიუტშივე გაუძევეს ფეხბურთელი და შესაბამისად, არათუ გამარჯვება, საყაიმო ანგარიშის შენარჩუნებაც გაუჭირდათ.

პორტუგალიასთან მიჭირს იმ სიტყვების პოვნა, როგორც შეიძლება ჩვენი გუნდის თამაში დავახასიათო - ბრწყინვალე, აწყობილი, შეუდარებელი. აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელმა ბოლომდე იცოდა რა ევალებოდა, არაჩვეულებრივად იცავდნენ თავს და სწრაფად გადადიოდნენ შეტევაში.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მას დასამტკიცებელი არავისთვის არაფერი ჰქონდა - თუ ვინმე ხვიჩას აკრიტიკებდა, ეს იმის მანიშნებელი, თუ რამდენად დიდი ფეხბურთელია და რამდენად მაღლა აქვს თამასა აწეული.

არ შემიძლია არ გამოვყო გიორგი მამარდაშვილის ფენომენალური გამოსვლა, რომლის ტოპ-გუნდში გადასვლაც მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია.

სანდრო კობახიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას 2006-2018 წლებში იცავდა და 35 შეხვედრაში თავი 3 გოლითა და 2 საგოლე პასით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“დასამახსოვრებელი გამარჯვება იყო“ - UEFA საქართველოს ნაკრებზე
“დასამახსოვრებელი გამარჯვება იყო“ - UEFA საქართველოს ნაკრებზე