ჯაბა კანკავა, სლოვანი
Aa
Aa

ჯაბა კანკავამ სლოვანი დატოვა

სლოვაკური მედიის ინფორმაციით, ჯაბა კანკავა ბრატისლავის სლოვანი დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს ვეტერანი ნახევარმცველი კარიერას.

შეგახსენებთ, რომ ჯაბა სლოვაკურ გუნდს 2021 წელს შეუერთდა. კანკავა ქვეყნის ჩემპიონი ზედიზედ სამჯერ გახდა, ხოლო 2022 წელს თასის ფინალში დამარცხდა.

ქართველმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 127 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა დროს კანკავა რეიმსის, კიევის არსენალის, დნიპროს, ტობოლის, ვალენსიენის, თბილისის დინამოს, ვლადიკავკაზის სპარტაკის და კრივბასის ღირსებას იცავდა.

ასევე შეგახსენებთ, კანკავა ეროვნულ ნაკრებში 2024 წლის მარტის თამაშებში დაბრუნდა, თუმცა საქართველოს ევრო 2024-ზე არ გაყვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
5 მილიონზე შეთანხმდებიან - ზურიკოს ტრანსფერი რეალური ხდება
5 მილიონზე შეთანხმდებიან - ზურიკოს ტრანსფერი რეალური ხდება