ვილი სანიოლი, კევინ კილბეინი
Aa
Aa

„სანიოლი ჩვენთან აღარ ჩამოვა“ - ირლანდიელებმა იმედი დაკარგეს

მარტში ლუქსემბურგთან და საბერძნეთთან გასამართი უეფას ერთა ლიგის გადამწყვეტი მატჩების წინ, ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვილი სანიოლი ირლანდიის ეროვნული ნაკრების ჩაბარების მთავარი კანდიდატი იყო და მასთან „აირიშები“ მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავდნენ. მაშინ ფრანგმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ საქართველოში მუშაობით ბედნიერია და არსად წასვლას არ გეგმავდა. ამის მერე ირლანდიელები იმედოვნებდნენ, რომ სიტუაცია კონტინენტის პირველობის დასრულების შემდეგ შეიცვლებოდა და ალბათ ვარაუდობდნენ, რომ გერმანიაში საქართველოს ნაკრები ვერც ერთ თამაშს ვერ მოიგებდა, თუმცა ყველაფერი აშკარად მათთვის საპირისპირო სცენარით განვითარდა.

გუშინ, საქართველო - პორტუგალიის მატჩის განსახილველად, ერთ-ერთ გადაცემაში ვეტერანი ირლანდიელი ფეხბურთელი კევინ კილბეინი იყო მიწვეული და თამაშის გარჩევაზე უფრო მეტად, სანიოლის ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება და სინანულის გრძნობით ისაუბრა.

რა თქვა კილბეინმა

თუ ვინმეს ჯერ კიდევ გაქვთ იმის იმედი, რომ ვილი ჩვენთან სამუშაოდ ჩამოვა, დაივიწყეთ. წარმოიდგინეთ, ის მარტში ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელების წინადადებას რომ დათანხმებოდა, ახლა სახლში იჯდებოდა და ამ ისტორიულ წარმატებას საქართველო მის გარეშე ან მიაღწევდა, ან ვერა.

ჩვენ მხოლოდ ერთი შანსი გვქონდა - საქართველოს ნაკრებს კონტინენტის პირველობაზე ვერც ერთი თამაში რომ ვერ მოეგო, შეიძლება ეფიქრათ, რომ სანიოლმა იქ საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა და სხვა სპეციალისტით ჩაენაცვლებინათ, მაგრამ ახლა სულ სხვა მოცემულობაა. ასე რომ, სექტემბრამდე ცოტა დრო არის დარჩენილი და აჯობებს ახალი მწვრთნელის მოძიებაზე ზრუნვა დავიწყოთ.

ირლანდიის ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური 2023 წლის ნოემბერში გახდა და მას შემდეგ გუნდს რამდენიმე ამხანაგურ მატჩში ჯონ ო’შიმ უხელმძღვანელა, თუმცა ის მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელი იყო და ირლანდიელები მუდმივი მწვრთნელის დანიშვნაზე სხვადასხვა სპეციალისტებთან მოლაპარაკებებს ახლაც აწარმოებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან ბედნიერი ვარ, სიტყვებს ვერ ვპოულობ“ | სანიოლის პრესკონფერენცია
„ძალიან ბედნიერი ვარ, სიტყვებს ვერ ვპოულობ“ | სანიოლის პრესკონფერენცია