საქართველოს ნაკრები
Aa
Aa

ყველაზე ლამაზი ისტორიის ავტორი ქართველები - ESPN-ის შთაბეჭდილებები სანიოლის გუნდზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების ტაქტიკურად გამართული და საოცრად მწყობრი თამაშით სპორტული სამყარო საწყისი ორი ტურის შემდეგაც აღფრთოვანებული იყო, თუმცა მას შემდეგ რაც ქართველებმა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ პორტუგალიის გუნდს 2:0 მოუგეს და მერვედფინალში გავიდნენ, ინტერესმა და კომპლიმენტებმა კიდევ უფრო იმატა. ამჯერად ვილი სანიოლის მომზადებულ ფეხბურთელებზე ავტორიტეტულმა გამოცემა ESPN-მა დაწერა

რა წერია საქართველოს ნაკრებზე

ნუ დავივიწყებთ, რომ ქართველებმა თურქებთანაც საუკეთესო თამაში აჩვენეს და ეს მატჩი მთლიანად ჯგუფურ ეტაპზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ახლა კი ისინი პლეი ოფში არიან და შედეგებით ევროპის ჩემპიონატის ჯერჯერობით საუკეთესო გუნდთან, ესპანეთთან მოუწევთ დაპირისპირება.

ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი მიქაუტაძემ მთელ ევროპას თავი კიდევ ერთხელ შეახსენეს, გიორგი მამარდაშვილის შენარჩუნება კი „ვალენსიას“ პრეზიდენტს პიტერ ლიმს რომ ძალიან გაუჭირდება, ფაქტია.

1990-2000-იან წლებში ქართულ ფეხბურთს „მილანში“ ჩემპიონთა ლიგის ორგზის მფლობელი კახა კალაძე, „შალკეს“ ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა ლევან კობიაშვილი და „აიაქსისა“ და „რეინჯერსის“ თავდასხმის ლიდერი შოთა არველაძე წარმოადგენდნენ, რომელიც 26 გოლით დღემდე ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში კი,  საერთო ჯამში 21 ქართველ ფეხბურთელს აქვს ნათამაშები, თუმცა ყველა ხვდება, რომ მთავარი ეს წარმატებაა. ამ თაობამ შეძლო და დამოუკიდებელი საქართველო ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე პირველად გაიყვანა, რაც აქამდე არავის არ გაუკეთებია.

ახალგაზრდა მოთამაშეები, რომელთაც ახლა უკვე ყოველგვარი ფსიქოლოგიური სტრესი მოხსნილი აქვთ, მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებენ და მათ გაჩერებაზე უკვე ესპანელებმა უნდა იზრუნონ.

საქართველო - ესპანეთის მერვედფინალი კვირას, გერმანიის ქალაქ კიოლნში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს 6-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც ხუთი მატჩი მეტოქის გამარჯვებით დასრულდა, ქართველმა მოთამაშეებმა კი მხოლოდ ერთხელ მოიგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“დასამახსოვრებელი გამარჯვება იყო“ - UEFA საქართველოს ნაკრებზე
“დასამახსოვრებელი გამარჯვება იყო“ - UEFA საქართველოს ნაკრებზე