გიორგი მიქაუტაძე, ალექსანდრ ლაკაზეტი
Aa
Aa

მონაკო ფავორიტი აღარ არის - მიქაუტაძეს მსურველები ემატება

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ „მეცს“ დატოვებდა, თუმცა არა საფრანგეთის ჩემპიონატს და კარიერას ლიგა 1-ის რომელიმე გუნდში განაგრძობდა. ამის შემდეგ, ფრანგულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 23 წლის ქართველი ფორვარდის დამატების მთავარი კანდიდატი „მონაკო“ იყო და სახელდებოდა თანხა, 14 მილიონი ევრო, რომლის გადახდაზეც „თავადები“ მზადყოფნას გამოთქვამდნენ.

ახლა კი, როდესაც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გამართულ 3 შეხვედრაში გიორგიმ ამდენივე გოლი გაიტანა და კონტინენტის პირველობის ბომბარდირთა დავის ლიდერია, ბუნებრივია მისი სატრანსფერო ფასი საგრძნობლად გაზრდილია, რითაც პირველ რიგში „მეცი“ ისარგებლებს, რომლის ხელმძღვანელებიც ალბათ საერთოდ არ ნანობენ, რომ „აიაქსიდან“ მისი ტრანსფერი საბოლოოდ გამოისყიდეს და ახლა მიქაუტაძის გასხვისებით დიდ ფულს იშოვიან. „მეცის“ სპორტული დირექტორი უკვე აღარ მიიჩნევს საკმარისად „მონეგასკების“ მიერ შეთავაზებულ 14 მილიონს და თუ ისინი უკეთესი წინადადებით არ მიმართავენ, მოლაპარაკებებს სხვა კლუბების წარმომადგენლებთან დაიწყებს.

იმ შემთხვევაში თუ „მონაკოს“ ვარიანტი არ გამოვა, არის შესაძლებლობა, რომ ქართველ ფორვარდს მისი მშობლიური ქალაქის ლიონის გუნდის ხელმძღვანელები დაუკავშირდნენ, რომლებიც თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ ალექსანდრ ლაკაზეტი დატოვებთ და კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს, რის გამოც მისი შემცვლელის მოძებნას აქტიურად იწყებენ. საქმეს მხოლოდ ის ფაქტი ართულებს, რომ „ლიონს“ ჩემპიონთა ლიგის საგზური არ აქვს მოპოვებული და რთულად სავარაუდოა, მიქაუტაძემ არჩევანი ამ გუნდის სასარგებლოდ გააკეთოს.

მიქაუტაძის ანგარიშზე ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე 3 გოლთან ერთად, 1 საგოლე გადაცემაცაა და ის ESPN-ის ვერსიით, ჯგუფური ეტაპის როგორც პირველი, ასევე მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა: ნაპოლი მიყვარს, მაგრამ ჩემს მომავალს ევროს შემდეგ გადავწყვეტ
კვარა: ნაპოლი მიყვარს, მაგრამ ჩემს მომავალს ევროს შემდეგ გადავწყვეტ