ესპანეთი თუ საქართველო | Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასვნით ტურში საქართველომ სენსაციურად პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, რაც უდიდესი გამარჯვებაა.
OPTA-ს სუპერკომპიუტერმა ფლეი-ოფის პროგნოზი შემოგვთავაზა. გამომდინარე იქიდან, რომ ვილი სანიოლის გუნდის გამარჯვება უდიდესი სენსაცია იყო და საქართველოს ნაკრები აღნიშნულ სტადიაზე პირველადაა, აუტსაიდერად მიიჩნევა.
მერვედფინალში საქართველოს მეტოქე ესპანეთია, OPTA-ს სუპერკომპიუტერი საქართველოს ნაკრების შანსს 13,5 პროცენტით აფასებს, შესაბამისად ესპანეთის გამარჯვების შანსი 86,5 პროცენტით ფასდება.
ესპანეთის მსგავსად მაღალი პროცენტით ფასდება ინგლისის (83,6 პროცენტი) გამარჯვება სლოვაკეთთან (16,4 პროცენტი). რაც შეეხება პორტუგალიას, მისი მეტოქე სლოვენიაა. ცხადია, ფავორიტად რობერტო მარტინესის გუნდი ითვლება (81,1 პროცენტი - 18, 9 პროცენტი).
ასევე გეტყვით, რომ OPTA-ს სუპერკომპიუტერი პორტუგალიასთან აუტსაიდერად გვთვლიდა. ცნობილი სტატისტიკური სააგენტოს სუპერკომპიუტერმა საქართველოსა და პორტუგალიის მატჩის 10 000 სიმულაცია ჩაატარა. „სელესაომ“ გამარჯვება სიმულაციების 75.8 პროცენტში იზეიმა, ვილი სანიოლის გუნდმა - 10.4 პროცენტში, ხოლო 13.8 პროცენტი ფრედ დასრულდა. მიუხედავად პროცენტული შანსების ასეთი გადანაწილებისა, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას დამაჯერებლად 2:0 მოუგო.
OPTA-ს სუპერკომპიუტერი საქართველოს ნაკრების ნახევარფინალში გასვლის შანსს 2,5 პროცენტით აფასებს, ფინალში გასვლის შანსს 0,4 პროცენტით, ხოლო ფინალში მოგების შესაძლებლობას - 0,1 პროცენტით.
ჩემპიონობის ყველაზე დიდი შანსi გარეთ საუთგეიტის ინგლისს აქვს (20,4 პროცენტი), თუმცა ჯგუფურ ეტაპზე ინგლისელებმა ძალიან ცუდად ითამაშეს.