ლუის დე ლა ფუენტე
Aa
Aa

„მეტოქეს სათანადოდ ვაფასებთ“ | რა თქვა დე ლა ფუენტემ საქართველოს ნაკრებზე

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა. „ფურია როხა“ მერვედფინალში საქართველოს დაუპირისპირდება და დე ლა ფუენტემ „ჯვაროსნების“ მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„საქართველოს ნაკრებს უდიდეს პატივს ვცემთ და სათანადოდ ვაფასებთ. საქართველო არის გუნდი, რომელსაც ბრწყინვალე ტურნირი აქვს და ახლახან, პორტუგალიას მოუგო. ჯვაროსნებს მომატებული აქვთ და პროგრესირებენ, რის გამოც, აუცილებელი იქნება, ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია ვაჩვენოთ, რათა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი შევინარჩუნოთ.

პორტუგალიასთან გამოჩნდა, რომ საქართველომ სათამაშო სისტემა შეცვალა, მაგრამ იდეა იგივე დარჩა და ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც კონტრშეტევებზე სწრაფად გადადიან. ფრთხილად უნდა ვიყოთ. გამოცდილება და მერვედფინალში გასვლით მიღებული უსაფრთხოების შეგრძნება, რასაც პორტუგალიის დამარცხების შედეგად გაჩენილი მოტივაცია ემატება, საქართველოს უფრო სახიფათო მეტოქედ აქცევს.

ესპანეთის ნაკრებმა პროგრესი უნდა გააგრძელოს. ჩემს ფეხბურთელებს ესმით, რომ ეს აუცილებელია და თუ ევრო 2024-ზე შორს გასვლა გვინდა, პროგრესს სისტემატური სახე უნდა ჰქონდეს“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩი 30 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რონალდუზე პენალტი აშკარა იყო“ | რა თქვა რობერტო მარტინესმა მატჩის შემდეგ
„რონალდუზე პენალტი აშკარა იყო“ | რა თქვა რობერტო მარტინესმა მატჩის შემდეგ