საქართველოს ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

“დასამახსოვრებელი გამარჯვება იყო“ - UEFA საქართველოს ნაკრებზე

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპი საქართველომ დაძლია!! ჯვაროსნებმა პორტუგალიას კვარაცხელიას და მიქაუტაძის გოლებით მოუგო და მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩის დასრულების შემდეგ, UEFA.Com-მა აღნიშნულ დაპირისპირებაზე დაწერა.

UEFA:

„საქართველოსთვის დასამახსოვრებელი ევროპის ჩემპიონატი მერვედფინალში გაგრძელდება, მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით პორტუგალია დაამარცხეს. ეს დასამახსოვრებელი გამარჯვება იყო. პორტუგალია ძალიან შეცვლილი შემადგენლობით გამოვიდა და ორ წუთზე ნაკლებ დროში კვარაცხელიამ ანგარიში გახსნა.

პორტუგალიამ მოვლენების განვითარება დააჩქარა, მაგრამ კრიშტიანუს ჭექა-ქუხილივით შესრულებული ჯარიმა მამარდაშვილმა გააუვნებელყო. საქართველო კონტრშეტევებზე თამაშს აგრძელებდა, მაგრამ მათ საჯარიმოსთან მომენტები მაინც იქმნებოდა, თუმცა გოლი არ გადიოდა.

კარისკენ წასული ყველა ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, მათ შორის ჟოაუ ფელქსის და კონსეისაუს დარტყმული. ტაიმის ბოლოს, კვარაცხელიას კიდევ ჰქონდა გოლის გატანის შანსი, მაგრამ ვერ გამოიყენა. პორტუგალიამ ვერ გაითვალისწინა საქართველოს საფრთხეები. ლუკა ლოჩოშვილმა პენალტი მოიპოვა და მიქაუტაძემ გაიტანა. საბოლოო ჯამში, სანიოლის ნაკრებმა დამსახურებულად გააღწია ჯგუფიდან.“

ცნობისთვის, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთის ბარიერს დაძლევს, მეოთხედფინალში გერმანიასა და დანიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ჯვაროსნებისა და ფორია როხას მატჩი 30 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბევრი შეცდომა და უსულო გუნდი“ | როგორ გამოეხმაურა პორტუგალიური პრესა ჩვენს მოგებას
„ბევრი შეცდომა და უსულო გუნდი“ | როგორ გამოეხმაურა პორტუგალიური პრესა ჩვენს მოგებას