BBC: “საქართველომ პორტუგალია შოკში ჩააგდო“
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპი საქართველომ დაძლია!! ჯვაროსნებმა პორტუგალიას კვარაცხელიას და მიქაუტაძის გოლებით მოუგო და მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა გამოცემა BBC-მ საქართველოს ნაკრებზე დაწერა.
BBC:
„საქართველომ პორტუგალია შოკში ჩააგდო. სანიოლის ნაკრებმა ისტორია დაწერა და მათთვის პირველ დიდ ევრო ტურნირზე მერვედფინალში გავიდა. პორტუგალიას ჯგუფი უკვე მოგებული ჰქონდა, მაგრამ ბოლო მატჩში შოკში ჩავარდა. მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ კოშტას დაბალი დარტყმით გაუტანა.
აუტსაიდერებს დომინირება არ სჭირდებოდა და გიორგი მიქაუტაძემ მეორე ტაიმში უპირატესობა ორამდე გაზარდა. საქართველო კმაყოფილი იყო იმით, რომ პორტუგალია მათ ფეხბურთის თამაშის საშუალებას აძლევდა. საქართველომ ჯგუფური ეტაპი შესანიშნავად დაასრულა.
ორგანიზებულმა საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე დიდი შოკი გამოიწვია. სანიოლის გაწვრთნილი ნაკრები ევრო 2024-ზე საშუალოზე დაბალი დონის გუნდად ითვლებოდა, მაგრამ საქმე იდეალურად გააკეთეს. ქართველი ახალგაზრდებისთვის ეს ბრწყინვალე ღამე იყო. მიქაუტაძემ სამივე მატჩში გაიტანა, ხოლო კვარაცხელია ესპანეთთან რთულ თამაშში კვლავ ისტორიის დაწერას შეეცდება.“
ცნობისთვის, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთის ბარიერს დაძლევს, მეოთხედფინალში გერმანიასა და დანიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ჯვაროსნებისა და ფორია როხას მატჩი 30 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.