დანილო პერეირა, ჟოაუ პალინია, პალინია
Aa
Aa

“კარგი გაკვეთილი მივიღეთ“ - პალინიას, დანილოს და დალოს კომენტარები

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპი საქართველომ დაძლია!! ჯვაროსნებმა პორტუგალიას კვარაცხელიას და მიქაუტაძის გოლებით მოუგო და მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩის დასრულების შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელებმა დანილო პერეირამ, დალომ და პალინიამ კომენტარები გააკეთეს.

დანილო:

„ამ მატჩიდან მთავარი გაკვეთილი ისაა, რომ ნებისმიერი მოწინააღმდეგე უნდა დავაფასოთ. ვიცოდით, რომ საქართველოს ძლიერი ერთეული ფეხბურთელები ჰყავდა, რომლებიც კონტრშეტევებზე დიდებულად თამაშობენ. ჩვენ მათ ამ გზით თამაშის საშუალება მივეცით და საკმაოდ კომფორტულად გრძნობდნენ თავს.“

პალინია:

„ეს წაგება ჩვენზე ამაღამ მოქმედებს, მაგრამ ხვალ უკვე სლოვენიაზე ფიქრს ვიწყებთ. დღეს ბევრი რამ არ გამოგვივიდა, თუმცა ორი თამაში მოვიგეთ. ეს ცუდი შედეგი არ არის. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ყველაფერი და სლოვენიას მოვუგოთ. საქართველოს მთავარი იარაღი კონტრშეტევებზე სწრაფად გადასვლა იყო. ამისთვის უკეთ უნდა მოვმზადებულიყავით.“

დალო:

„ვფიქრობ, ზედმეტად ვჩქარობდით. საჯარიმოში ზედმეტად სწრაფად ვიღებდით გადაწყვეტილებებს და ასე კარგი გადაწყვეტილება ვერ მივიღეთ. მეორე ტაიმში გაშვებულმა გოლმა პორტუგალია შეარყია. მთლიანობაში ვერ გავაკეთეთ ის, რაც დაგეგმილი გვქონდა.“  

ცნობისთვის, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთის ბარიერს დაძლევს, მეოთხედფინალში გერმანიასა და დანიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ჯვაროსნებისა და ფორია როხას მატჩი 30 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
MARCA: “საქართველო ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა“
MARCA: “საქართველო ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა“