ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

იტალიური მედია: “ხვიჩას ისტორიული გოლი და ისტორიული კვალიფიკაცია“

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპი საქართველომ დაძლია!! ჯვაროსნებმა პორტუგალიას კვარაცხელიას და მიქაუტაძის გოლებით მოუგო და მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩის დასრულების შემდეგ, ნეაპოლურმა გამოცემა CalcioNapoli24-მა ხვიჩა კვარაცხელიაზე დაწერა.

CalcioNapoli24:

„ხვიჩა კვარაცხელიას ისტორიული გოლი და საქართველოს ისტორიული კვალიფიკაცია მერვედფინალში. ქართველმა ფეხბურთელმა პორტუგალიას ძალიან მალე შოკისმომგვრელი დარტყმა მიაყენა. სულ მალე კი გიორგი მიქაუტაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა.

ახლა საქართველომ ერთ-ერთი საუკეთესო მესამე ადგილი დაიკავა და მერვედფინალში ითამაშებს. ეს ისტორიული გამარჯვებაა და ამის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი კვარაცხელიაა.“

ცნობისთვის, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთის ბარიერს დაძლევს, მეოთხედფინალში გერმანიასა და დანიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ჯვაროსნებისა და ფორია როხას მატჩი 30 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“საქართველოსთვის შესანიშნავი ღამეა“ - როი კინის და პოსტეკოგლუს შეფასება
“საქართველოსთვის შესანიშნავი ღამეა“ - როი კინის და პოსტეკოგლუს შეფასება