“საქართველოსთვის შესანიშნავი ღამეა“ - როი კინის და პოსტეკოგლუს შეფასება
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპი საქართველომ დაძლია!! ჯვაროსნებმა პორტუგალიას კვარაცხელიას და მიქაუტაძის გოლებით მოუგო და მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების წარმატებაზე ლეგენდარულმა როი კინმა და ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა ენჯ პოსტეკოგლუმ ისაუბრეს.
კინი:
„ეს იყო ყველაფერი, რაც ერთმა გუნდმა გადამწყვეტ თამაშში უნდა აჩვენოს. სურვილი, ენერგია და ხარისხი. თუ კონტრ-შეტევებზე თამაში გინდა, მორბენალი ფეხბურთელები უნდა გყავდეს. საქართველოსთვის შესანიშნავი ღამეა.“
პოსტეკოგლუ:
„ეს სრულიად დამსახურებული გამარჯვება იყო. ისინი ამაღამ გამორჩეულები იყვნენ. ეს არ იყო დაცვაში დგომა. საქართველომ კარგი ფეხბურთი ითამაშა დიდი ენერგიით. როცა დასჭირდათ, დაცვაშიც კარგად იდგნენ. საქართველოს გამორჩეული მეკარე და ხარისხიანი შემტევები ჰყავს.“
ცნობისთვის, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთის ბარიერს დაძლევს, მეოთხედფინალში გერმანიასა და დანიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ჯვაროსნებისა და ფორია როხას მატჩი 30 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.