საქართველოს ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

საქართველო ესპანეთს შეხვდება - ცნობილია ყველა 1/8 ფინალური წყვილი

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპი საქართველომ დაძლია!! ჯვაროსნებმა პორტუგალიას კვარაცხელიას და მიქაუტაძის გოლებით მოუგო და მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ჯგუფური ეტაპი დასრულდა და უკვე ყველა მერვედფინალური წყვილი ცნობილია.

მერვედფინალში ხვდებიან:

29 ივნისი: გერმანია დანია
29 ივნისი: შვეიცარია იტალია
30 ივნისი: ესპანეთი საქართველო
30 ივნისი: ინგლისი სლოვაკეთი
1 ივლისი: პორტუგალია სლოვენია
1 ივლისი: საფრანგეთი ბელგია
2 ივლისი: რუმინეთი ნიდერლანდები
2 ივლისი: ავსტრია თურქეთი

ცნობისთვის, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთის ბარიერს დაძლევს, მეოთხედფინალში გერმანიასა და დანიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ჯვაროსნებისა და ფორია როხას მატჩი თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები