ამხანაგური მატჩი - საქართველოს კალათბურთის ნაკრები კამერუთან დამარცხდა
Aa
Aa

ამხანაგური მატჩი - საქართველოს კალათბურთის ნაკრები კამერუთან დამარცხდა

საქართველოს კალათბურთის ნაკრები ოლიმპიადის შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას აგრძელებს. ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ამხანაგური მატჩი კამერუნთან გამართა და 66:67 დამარცხდა.

სამწუხაროდ, მატჩის დეტალები ცნობილი არ არის, რადგან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა და მხოლოდ ანგარიშია ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე დღის წინ, საქართველოს კალათბურთის ნაკრები ამხანაგურ მატჩში იტალიას დაუპირისპირდა და 68:79 დამარცხდა.

ცნობისთვის, ჯიკიჩის შეგირდები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს 2 ივლისს ლატვიის წინააღმდეგ გამართავს. მეორე შეხვედრა ფილიპინებთან 4 ივლისით თარიღდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები