გიორგი დემეტრაძე
Aa
Aa

„მომენტები გვექნება“ | დემეტრაძემ პორტუგალიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გიორგი დემეტრაძემ ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩზე ისაუბრა. რამდენიმე საათში, „ჯვაროსნები“ პორტუგალიას დაუპირისპირდებიან და დემეტრაძის თქმით, ეს მატჩი საქართველოს ნაკრების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა.

„საქართველოს პლეიოფში გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროება და კარგია, რომ ბოლო ტურის წინ შანსი შენარჩუნებული გვაქვს. რთული იქნება, მაგრამ ვფიქრობ, პორტუგალიის ნაკრები სათადარიგო შემადგენლობით გამოვა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ დამარცხდებიან.

პორტუგალიასთან მატჩი საქართველოს ნაკრების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თამაშია, რადგან ჯვაროსნებს ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში გასვლის შანსი აქვთ. მაქსიმუმი უნდა გააკეთონ და ვფიქრობ, საქართველოს ეროვნული გუნდის ფეხბურთელებს მომენტები ექნებათ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრები გუნდები აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2008 წლის მაისში შეხვდნენ და ის მატჩი მეტოქემ ჟოაო მოუტინიოსა და სიმაო საბროსას გოლებით 2:0 მოიგო. დღევანდელი თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კვარას 100 მილიონად პსჟ-ში გავუშვებდი და ნიკოს ვიყიდიდი - Corriere-ს დირექტორი ხვიჩაზე
კვარას 100 მილიონად პსჟ-ში გავუშვებდი და ნიკოს ვიყიდიდი - Corriere-ს დირექტორი ხვიჩაზე