ფილ ფოდენი
Aa
Aa

სამშობლოში დაბრუნდა - ფილ ფოდენმა ინგლისის ნაკრები დატოვა

ინგლისის ნაკრების ბანაკში არასასიამოვნო ინფორმაციაა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ფილ ფოდენმა ეროვნული ნაკრები დატოვა და სამშობლოში გაემგზავრა. ამის მიზეზად ოჯახური მიზეზები დასახელდა.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ ფოდენს მესამე შვილი შეეძინა და ნაკრები ამ მიზეზით დატოვა. რომანოს ინფორმაციით, გერმანიაში ფილი კვირას დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტის ვარსკვლავმა ევრო 2024-ზე სამივე მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და გარეთ საუთგეიტის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ფეხბურთელია.

მიუხედავად იმისა, რომ ფოდენს მწირი სტატისტიკა ჰქონდა ის სამი ლომისთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო. გამარჯვება სერბეთთან, ფრე დანიასთან და ფრე სლოვენიასთან.

ასევე შეგახსენებთ, ფილ ფოდენი გასულ სეზონში იმდენად კარგ ფეხბურთს თამაშობდა, რომ პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები