ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

დე ლაურენტისი: “ხვიჩასთან ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ“

დღეს, ნაპოლიმ ანტონიო კონტე წარადგინა. პრეზენტაციის დროს კი აურელიო დე ლაურენტისმა მიმართვა გააკეთა.

დე ლაურენტისი:

„დი ლორენცო დიდებული ფეხბურთელი და ადამიანია. ის უმაღლესი კლასის ფეხბურთელებს შორისაა. კარგად მესმის მისი იმედგაცრუება გასულ სეზონში. ბოლო თამაშებში ის თავს მარტოდ გრძნობდა. მას ვესაუბრე და ავუხსენი, რომ მისი ეს მდგომარეობა აუცილებლად შეიცვლება. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. იმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, შეთანხმებას მივაღწევთ.

კვარაცხელიასთან დაკავშირებით პრობლემები არ არსებობს. მას კონტრაქტი აქვს. მე ჯოვანი მანასთან და ხვიჩას აგენტთან ერთად მაგიდასთან დავჯდები და შეცვლილ კონტრაქტს შევთავაზებ. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.”

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას გადაბირება „პარი სენ ჟერმენს“ სურს. ფრანგულმა გუნდმა ნაპოლის ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა და ტრანსფერისთვის 120 მილიონი ევრო გამოყო.

პარტენოპეი ქართველი ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგია. მამუკა ჯუღელი და ბადრი კვარაცხელია ხვიჩასთვის ხელფასის სახით 8 მილიონ ევროს ითხოვენ. თუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება მხარეებს შორის ყველანაირი შეთანხმება შედგება.

მსგავსი სიახლეები