ჯეი ჯეი რედიკი, გიორგი კოღუაშვილი, გუგა პატარაია
Aa
Aa

ქართველის დაფუძნებული გუნდიდან ლებრონთან ლეიკერსში - ჯეი ჯეი რედიკის უცნობი ისტორია

რამდენიმე დღის წინ, „ლეიკერსის“ მთავარ მწვრთნელად ჯეი ჯეი რედიკი დაინიშნა, რომელიც NBA-ს 17-გზის ჩემპიონმა ქართველი გიორგი კოღუაშვილის მიერ დაფუძნებული ბრუკლინის აკადემიიდან წაიყვანა. რედიკი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ჩატარებული თხუთმეტი სეზონის მანძილზე, საშუალოდ 12,8 ქულას, 2 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას აგროვებდა, 3-ქულიანებს კი 42-პროცენტიანი სიზუსტით ისროდა. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, ის ESPN-ზე საკალათბურთო ექსპერტად მუშაობდა, შემდეგ კი პოდკასტების მწარმოებელი კომპანია შექმნა.

რა კავშირი აქვს რედიკს ქართველებთან? 2016 წელს გიორგი კოღუაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ბრუკლინის აკადემია დააფუძნა, ერთ-ერთ ასაკობრივ ჯგუფში კი, ჯეი ჯეის შვილი ვარჯიშობდა. კოღუაშვილმა წარსულში ცნობილ კალათბურთელს რამდენიმე წლის წინ შესთავაზა მის აკადემიაში მწვრთნელად დაეწყო მუშაობა და თავისი შვილის გარდა, სხვა მოზარდებიც ევარჯიშებინა, რაზეც მისგან თანხმობა მიიღო. რედიკის ხელმძღვანელობით ამავე აკადემიაში ბოლო წლებში ემზადებოდნენ სტივ ნეშისა და იგორ კოკოშკოვის შვილები.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ბრუკლინის საკალათბურთო აკადემიის ფილიალი კოღუაშვილმა თავისი მეგობრების, გუგა პატარაიას, გივი ბაქრაძის და ვაჟა მეტრეველის მხარდაჭერით თბილისშიც გახსნა და სხვადასხვა ასაკის მოზარდები 53-ე სკოლის დარბაზში ვარჯიშობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მე-18 ჩემპიონობა | ბოსტონ სელტიქსმა დალას მავერიქსს სუპერფინალური სერია 4:1 მოუგო
მე-18 ჩემპიონობა | ბოსტონ სელტიქსმა დალას მავერიქსს სუპერფინალური სერია 4:1 მოუგო