ლაუტარო მარტინესი, კლაუდიო ბრავო
Aa
Aa

არგენტინა პლეი ოფშია - მსოფლიოს ჩემპიონებმა ჩილესაც მოუგეს

კოპა ამერიკის მეოთხედფინალის საგზური არგენტინის ეროვნულმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა. ალბისელეტემ პირველ ტურში კანადელების (2:0) დამარცხების შემდეგ, დღეს დილით ჩილეს ნაკრებს (1:0) აჯობა და პლეი ოფში გავიდა.  ერთადერთი ბურთი მსოფლიოს ჩემპიონებმა არბიტრის საფინალო სასტვენამდე ორი წუთით ადრე გაიტანეს, რომელსაც ვიდეორეფერი დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში ამოწმებდა. ლიონელ მესის კუთხურს მეტოქის საჯარიმოში არეულობა მოჰყვა და ბურთს ჯერ ლისანდრო მარტინესი, შემდეგ კი ჯოვანი ლო ჩელსო შეეხო, საბოლოოდ კი შეტევა გოლით ლაუტარო მარტინესმა დაასრულა. მსაჯები განიხილავდნენ ლო ჩელსოს ქმედებას, საბოლოოდ მასზე თამაშგარე არ დაფიქსირდა და გოლი ჩაითვალა.

არგენტინელები უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ, ჩილელებმა კი კარში პირველად 72-ე წუთზე დაარტყეს. დამარცხებულთა შორის 41 წლის მეკარე კლაუდიო ბრავო გამოირჩეოდა, რომელმაც გაშვებულ ბურთამდე თანაგუნდელები რამდენიმე ეპიზოდში გადაარჩინა და საბოლოოდ, მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს.

A ჯგუფში მეორე ტურის კიდევ ერთი მატჩი შედგა, სადაც კანადამ პერუ ჯონათან დეივიდის მიერ 74-ე წუთზე გატანილი ერთადერთი ბურთით 1:0 დაამარცხა და მეოთხედფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. დღეს გვიან ღამით, კოპა ამერიკაზე უკვე B ჯგუფის ორი შეხვედრა, ეკვადორი-იამაიკა და ვენესუელა - მექსიკა შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესის რეკორდი, არგენტინის დამაჯერებელი გამარჯვება | კოპა ამერიკა დაიწყო
მესის რეკორდი, არგენტინის დამაჯერებელი გამარჯვება | კოპა ამერიკა დაიწყო