„მკვდარ ცხენს მათრახი ვერ უშველის“ - დეშამი გაბრაზებულია
საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა, თუმცა დიდიე დეშამის გაწვრთნილი გუნდის თამაში აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს. „სამფეროვნების“ ანგარიშზე სამ შეხვედრაში ორი გოლი იყო, თუმცა ფრანგ ფეხბურთელს თამაშიდან არ გაუტანია - ავსტრიელებთან მატჩი მათ ავტოგოლით მოიგეს, ნიდერლანდელებს საერთოდ ვერ გაუტანეს, ხოლო დღეს კილიან მბაპემ პოლონელებთან 11-მეტრიანის ნიშნულიდან გამოიჩინა თავი. დეშამმა საკუთარი გუნდის თამაში ჯგუფურ ეტაპზე ასე შეაფასა
რა თქვა დეშამმა
უფრო სწრაფად თამაში გვჭირდება. არის მატჩები, სადაც ორ მომენტს ვქმნით და ორივე გაგვაქვს, ხან კი შვიდი საგოლე შანსიდან ერთსაც ვერ ვიყენებთ.
ცნობილი გამოთქმაა, რომ მკვდარ ცხენს მათრახი ვერ უშველის. გუნდი ერთიანია, უტევს ხშირად, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში აშკარად გვიჭირს, რაც ჩვენს ეფექტურობას ამცირებს. ამის გამო გადამჭრელი ზომების მიღება საჭირო სულაც არ არის, რადგან მოთამაშეები დაშვებულ შეცდომებს ადრე თუ გვიან, სწორად გაანალიზებენ.
რთულ ჯგუფში ვიყავით და მიუხედავად ამისა, მიზანი პირველი ადგილის დაკავება იყო. ამ ყველაფრის განხორციელება ვერ მოხერხდა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მერვედფინალში ვართ და თამაშის ხარისხის გაუმჯობესების საშუალება გვექნება.
დეშამი საფრანგეთის ნაკრებს მესამე ევროპის ჩემპიონატია ხელმძღვანელობს და მისი მწვრთნელობის პერიოდში კონტინენტის პირველობის ჯგუფურ ეტაპზე გუნდს არასოდეს წაუგია.