ანტუან გრიზმანი
Aa
Aa

გრიზმანის სანაკრებო რეკორდი

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრა საფრანგეთის ნაკრებისთვის წარუმატებელი გამოდგა, რადგან პოლონელებს ვერ მოუგო და მართალია მერვედფინალის საგზური მოიპოვა, მაგრამ პირველი ადგილი ავსტრიელებს დაუთმო. სამაგიეროდ, ეს თამაში არასოდეს დაავიწყდება ანტუან გრიზმანს, რომლისთვისაც ეს დიდ სანაკრებო ტურნირებზე, ანუ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე „სამფეროვნების“ რიგებში რიგით 33-ე მატჩი აღმოჩნდა, რაც ყველა დროის სარეკორდო მაჩვენებელია.

გრიზმანის დებიუტი საფრანგეთის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 2014 წლის მარტში შედგა და მას შემდეგ გამართულ 133 შეხვედრაში 33 წლის შემტევის ანგარიშზე 44 გოლთან ერთად, 38 საგოლე გადაცემაა. 2018 წელს ის მსოფლიოს ჩემპიონი, ხოლო 2022 წელს მუნდიალის ვერცხლის პრიზიორი გახდა. 2021 წლის უეფას ერთა ლიგაზე გრიზმანმა და მისმა თანაგუნდელებმა ოქროს მედლები მოიპოვეს, 2016 წელს მათ სამშობლოში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ფინალში კი პორტუგალიელებთან დამარცხდნენ და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დასჯერდნენ.

ეროვნული გუნდის ისტორიაში როგორც ჩატარებული მატჩების, ასევე გატანილი გოლების რაოდენობით ყველა დროის რეკორდსმენთა სიაში ანტუანი მეოთხე ადგილზეა. მის ანგარიშზე 133 სანაკრებო მატჩია და მხოლოდ ოლივიე ჟირუს (136), ლილიან ტიურამს (142) და უგო ლორისს (145) ჩამორჩება. რაც შეეხება ბომბარდირთა დავას, გრიზმანს ოლივიე ჟირუ (57), ტიერი ანრი (51) და კილიან მბაპე (48) უსწრებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიდი სენსაცია - ავსტრია პირველ ადგილზე გავიდა
დიდი სენსაცია - ავსტრია პირველ ადგილზე გავიდა