ლევან შენგელია, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

„რთული, მაგრამ არა შეუძლებელი“ - გოჩოლეიშვილი და შენგელია პორტუგალიასთან მატჩის წინ

ვილი სანიოლის მიერ შერჩეულ 26-კაციან შემადგენლობაში ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ჯერჯერობით ევროპის ჩემპიონატზე თამაშის საშუალება არც ერთი წუთით არ მისცემია. მათ შორისაა გიორგი გოჩოლეიშვილი და ლევან შენგელია, რომელმაც ერთა ლიგის პლეი ოფის ნახევარფინალურ შეხვედრაში ბუდუ ზივზივაძეს საგოლე გადაცემა მიაწოდა. პორტუგალიელებთან ხვალ გასამართი მატჩის წინ, “შახტარისა” და “პანეტოლიკოსის” წევრებმა რამდენიმე შეკითხვას უპასუხეს.

გიორგი გოჩოლეიშვილი

როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ურთულესი ორი მატჩის შემდეგ ძალები აღვიდგინეთ და ახალი გამოწვევისთვის მზად ვართ. ვიცით როგორი რთული ამოცანის გადაჭრა მოგვიწევს, მაგრამ ვეცდებით რაც შეგვეძლება მაქსიმუმი გავაკეთოთ.

პორტუგალია ძალიან რთული მეტოქეა, რომელსაც ჩვენი კოზირები უნდა დავუპირისპიროთ, ეს კი სისწრაფე და კონტრშეტევებია.

ვარჯიშებზე ვმუშაობ ბევრს და ბუნებრივია, ისევე როგორც ყველა ფეხბურთელს, მეც ძალიან მინდა ევროპის ჩემპიონატზე თამაში.

ლევან შენგელია

მთავარ მწვრთნელთან კომუნიკაცია რა თქმა უნდა მაქვს და მან კარგად იცის, რომ საბერძნეთთან მატჩისას მიღებული ტრავმა ბოლომდე მოვიშუშე. ასე რომ, როცა ის საჭიროდ ჩათვლის ჩემთვის შანსის მოცემას, მზად ვიქნები სათამაშოდ.

წინ გველის ურთულესი შეხვედრა და პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ გამარჯვებას ვერავინ დაგეგმავს. თუმცა, როგორც ჩვენს სამშობლოში, ასევე აქ ნაკრებში არსებული ჩინებული ატმოსფერო გვაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ გამარჯვება შესაძლებელია.

მთავარია შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ და საკუთარ შანსებს მოთმინებით დაველოდოთ. მეტოქეს მცირე ლაფსუსიც კი არ უნდა ვაპატიოთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი დონის მატჩებს ვერ მოიგებ.

გიორგი გოჩოლეიშვილის ანგარიშზე ეროვნულ ნაკრებში 8 შეხვედრაა და ჯერჯერობით შედეგიანი მოქმედებით თავი არ გამოუჩენია. რაც შეეხება ლევან შენგელიას, მან 17 თამაშში 1 ბურთი გაიტანა და 4 შემთხვევაში თანაგუნდელებს ასისტენტობა გაუწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პორტუგალიასთან აუცილებლად მოსაგებად ვიბრძოლებთ“ - ხვიჩა კვარაცხელია
„პორტუგალიასთან აუცილებლად მოსაგებად ვიბრძოლებთ“ - ხვიჩა კვარაცხელია