მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

არსად მიდის - ტენ ჰაგი კონტრაქტს ახანგრძლივებს

გასული სეზონის დასრულების შემდეგ, აქტიურად მიმდინარეობდა საუბარი, რომ ერიკ ტენ ჰაგი მანჩესტერ იუნაიტედს დატოვებდა. წითელი ეშმაკების გარშემო არაერთმა სახელმა გაიჟღერა, მათ შორის მაურისიო პოჩეტინომ.

ჭორებს დღეს წერტილი დაესვა. გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტი მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტს ახანგრძლივებს. ამჟამინდელი ხელშეკრულება 2025 წლის ჩათვლით არის გაწერილი.

ამ მომენტისთვის, მიმდინარეობს კონტრაქტის პირობების განხილვა და კვირის ბოლომდე ყველაფერი დასრულდება. სამწვრთნელო სტაფში ცვლილებები იგეგმება. ტენ ჰაგის ასისტენტი რუუდ ვან ნისტელროი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტი წითელ ეშმაკებს 2022 წელს ჩაუდგა. ერიკი მანჩესტერს დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 114-ჯერ გაუძღვა, საიდანაც 66 მატჩი მოიგო, 31 წააგო და 17 ფრედ დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - არნემის ვიტესს ლიცენზია შეუჩერეს
ოფიციალურად - არნემის ვიტესს ლიცენზია შეუჩერეს