“ფეხბურთი სასტიკი სპორტია“ - მოდრიჩი იტალიასთან მატჩის შემდეგ
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ხორვატია იტალიას დაუპირისპირდა. დალიჩის შეგირდები 1:0-ს იგებდნენ, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ძაკანიმ გაათანაბრა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლუკა მოდრიჩმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მოდრიჩი:
„ვიცოდით, რომ გულშემატკივრები ჩვენთან ერთად იქნებოდნენ, რაც არ უნდა მომხდარიყო. ისინი ყოველთვის ჩვენთან არიან და მათ ამის გამო დიდ მადლობას ვუხდი. ვწუხვარ, რომ ვერ გავიმარჯვეთ.
მეორე ტურში გოლი 95-ე წუთზე გავუშვით, იტალიასთან კი 98-ეზე. ფეხბურთი სასტიკი სპორტია. როგორც ჩანს, ეს ჩემპიონატი ჩვენთვის არ იყო განკუთვნილი. არ ვიცი რა იქნება მომავალში, ახლა ამაზე საუბრის დროს არ არის.“
შეგახსენებთ, რომ ხორვატიას 2 ქულა აქვს და მათი ჯგუფიდან გასვლის საკითხი ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ახლა დალიჩის გუნდი სხვა ნაკრებებზეა დამოკიდებული.
ცნობისთვის, იტალია ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა და მერვედფინალში შვეიცარიას დაუპირისპირდება.