გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„მამარდა და მისი რეკორდის მომხსნელი თამაში ევროზე“ | ვალენსია ქართველ მეკარეზე წერს

გიორგი მამარდაშვილმა, ჩეხეთთან და თურქეთთან ნაჩვენები თამაშით, საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა და საქართველოს ნაკრების მეკარის ასპარეზობას მისი კლუბი, „ვალენსიაც“ გამოეხმაურა. „გიორგი მამარდაშვილი და მისი რეკორდის მომხსნელი თამაში ევრო 2024-ზე“, - ამ სათაურით აქვეყნებს „ღამურების“ ოფიციალური ვებგვერდი სტატიას და მასში „მამარდაზე“ წერს.

„ვალენსიას გოლკიპერი, გიორგი მამარდაშვილი ევრო 2024-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია. საქართველოს ნაკრების მაისურით, იგი ჩეხეთთან გამართული მატჩის MVP გახდა. ქართველმა გოლკიპერმა პირველ ტაიმში 8 სეივი შეასრულა (ჩეხებმა 6 დარტყმა საჯარიმო მოედნიდან განახორციელეს) და საკუთარი გუნდი 2.26 გოლისგან იხსნა (მოსალოდნელი გოლების ინდექსი).

საფინალო სასტვენის შემდეგ, მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და მას 11 სეივი ჰქონდა. ეს, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, მეორე საუკეთესო შედეგია. მეკარე, ვისაც ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი სეივი შეუსრულებია, ალექსანდრს კოლინკო გახლავთ (12 სეივი 2004 წელს), მეორე ადგილს ფრანჩესკო ტოლდო, შეი გივენი და გიორგი მამარდაშვილი იყოფენ“, - წერს „ვალენსიას“ ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, ჩვენი მეტოქე პორტუგალიაა. „სელესაოს“ ხვალ, თბილისის დროით 23:00-დან დავუპირისპირდებით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პორტუგალია თუ საქართველო | Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი
პორტუგალია თუ საქართველო | Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი