მადრიდის რეალი, ნაჩო ფერნანდესი
Aa
Aa

ოფიციალურად - ნაჩომ რეალი დატოვა

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ნაჩო ფერნანდესი მადრიდის რეალის დატოვებას აპირებდა.

დღეს კი სამეფო კლუბმა ეს ამბავი ოფიციალურად დაადასტურა. 23-წლიანი მადრიდული კარიერა დასრულდა. ესპანელი უკანახაზელი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს, კონკრეტულად კი „ალ კადისიში“.

მომავალი სეზონიდან სამეფო კლუბის კაპიტანი ლუკა მოდრიჩი იქნება. ვიცე-კაპიტანი დანი კარვახალი, ხოლო შემდეგ კი იერარქიით ლუკას ვასკესი, ფედერიკო ვალვერდე, ტიბო კურტუა და ვინისიუს ჟუნიორი მოდიან.

შეგახსენებთ, რომ ნაჩო ფერნანდესი ბლანკოსის აკადემიაში 2001 წელს ჩაირიცხა. მთავარ გუნდში კი 2011 წლიდან თამაშობდა. მას დებიუტის საშუალება ჟოზე მოურინიომ მისცა.

20211 წლიდან დღემდე, 34 წლის ესპანელმა რეალის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 364-ჯერ მოირგო, 16 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. ნაჩომ მადრიდულ გრანდში 25 ტიტული მოიგო.

მსგავსი სიახლეები