ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, მამუკა ჯუღელი, ჯოვანი მანა
Aa
Aa

მამუკა ჯუღელს უნდა შეხვდეს - დე ლაურენტისი გერმანიაში წასვლას გეგმავს

გუშინ იტალიურმა მედია გაავრცელა ინფორმაცია, რომ მამუკა ჯუღელმა და ბადრი კვარაცხელიამ ნაპოლის ხვიჩას ხელფასის გაზრდა მოსთხოვეს. საუბარი 8 მილიონ ევროზეა, არადა იქამდე ქართული მხარე მაქსიმუმ 5 მილიონს ითხოვდა.

დღეს, Corriere dello Sport იუწყება, რომ აურელიო დე ლაურენტისი და სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა გერმანიაში გამგზავრებას გეგმავენ. მათი მიზანი მამუკა ჯუღელთან შეხვედრა და ახალ კონტრაქტზე საუბარია.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას გადაბირება პარი სენ ჟერმენს სურს და ქართველ ფეხბურთელს ხელფასის სახით 10 მილიონ ევროს სთავაზობს.

ხვიჩას გაყიდვის წინააღმდეგია ნაპოლი. ასევე, ანტონიო კონტე თავის ახალ პროექტში კვარას მთავარ დამრტყმელ ძალად მოიაზრებს.

ჯერჯერობით მხარეები ვერაფერზე თანხმდებიან და პრეზიდენტმა სპორტულ დირექტორთან ერთად გერმანიაში წასვლა, სწორედ ამიტომ განიზრახა.

ცნობისთვის, 26 ივნისს, 23:00-დან ხვიჩა კვარაცხელია და საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში, ჯვაროსნები მერვედფინალში გავლენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„რონალდუს წინააღმდეგ თამაში უდიდესი მოტივაციაა“ | ვილი სანიოლის ინტერვიუ
„რონალდუს წინააღმდეგ თამაში უდიდესი მოტივაციაა“ | ვილი სანიოლის ინტერვიუ