მოდრიჩის რეკორდი, დონარუმა და ესპანეთის შედეგი | ევროს მე-11 დღის გამორჩეული ფაქტები
გერმანიაში მიმდინარე ევრო 2024-ის მე-11 სათამაშო დღეს, ხორვატია-იტალიისა და ალბანეთი-ესპანეთის მატჩები გაიმართა. CrystalSport-ი გთავაზობთ დღის გამორჩეულად საინტერესო ფაქტებსა თუ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც ამ შეხვედრებსა და მათში მონაწილე ფეხბურთელებს უკავშირდება.
38 წლისა და 289 დღის ასაკში, ლუკა მოდრიჩი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც ევროზე გოლი გაიტანა. აქამდე ეს რეკორდი ავსტრიელ ივიცა ვასტიჩს ეკუთვნოდა - 38 წელი და 257 დღე.
იტალიის ნაკრებს ხორვატიასთან ურთიერთშეხვედრა არასდროს მოუგია - 3 ფრე და 6 წაგება.
იტალიისა და ხორვატიის ნაკრებთა ბოლო 4 ურთიერთშეხვედრა ერთნაირი ანგარიშით არის დასრულებული - 1:1.
იტალიის ნაკრები ხორვატიასთან სათამაშოდ გამოვიდა ისეთი თერთმეტეულით, რომელშიც „იუვენტუსის“ არც ერთი ფეხბურთელი იყო - ბოლოს დიდ ტურნირზე ასეთი რამ 1998-ის მსოფლიოზე მოხდა, კამერუნთან.
მატია ძაკანიმ ხორვატიას 97:19 წუთზე გაუტანა, რაც ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში „სკუადრა აძურას“ უგვიანესი გოლია. იგულისხმება ძირითად დროში დასრულებული მატჩები.
იტალიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ ორი მატჩი არასდროს წაუგია.
25 წლისა და 120 დღის ასაკში, ჯანლუიჯი დონარუმა ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელმაც ფინალურ ეტაპზე 10 მატჩი ჩაატარა.
25 წლისა და 120 დღის ასაკში, ჯანლუიჯი დონარუმა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა იტალიელია, რომელმაც ევროს ფინალურ ეტაპზე 10 მატჩში ჩაატარა. ფედერიკო კიეზა ამ მხრივ მეორეა - 26 წელი და 243 დღე. აქამდე რეკორდი ლეონარდო ბონუჩის ეკუთვნოდა - 29 წელი და 57 დღე.
ეს მეორე შემთხვევაა, როცა ხორვატიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოუგებლად დაასრულა - პირველად ევრო 2004-ზე.
ზლატკო დალიჩმა ხორვატიის ნაკრები ევროს მე-8 მატჩში გაწვრთნა, რითაც სლავენ ბილიჩის რეკორდი გაიმეორა.
ხორვატიის ნაკრები ევროს მოქმედ ჩემპიონატს მეხუთედ შეხვდა და ეს ყველა ჯერზე ჯგუფურ ეტაპზე მოხდა - ევრო 1996-ზე დანიასთან 3:0; ევრო 2004-ზე საფრანგეთთან 2:2; ევრო 2012-ზე ესპანეთთან 0:1 და ევრო 2016-ზე ესპანეთთან 2:1.
იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ზედიზედ მეხუთედ გავიდა - ბოლოს ჯგუფში ევრო 2004-ზე ჩარჩნენ.
ევროს მიმდინარე ტურნირზე დამატებულ წუთებზე უკვე 9 გოლი გავიდა, რაც ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მეტია - ასევე 9 გავიდა ევრო 2016-ზე.
ესპანეთის ნაკრებს ევროს ჯგუფური ეტაპის ბოლო 15 მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს წაგებული - 11 მოგება და 3 ფრე.
ესპანეთის ნაკრებმა ჯგუფში სამივე თამაში მოიგო, თანაც ისე, რომ გოლი არ გაუშვია. ევროს ისტორიაში მე-2 გუნდია, რომელმაც ეს შეძლო - პირველი იტალიაა, ევრო 2020-ზე.
ესპანეთის ნაკრებმა დიდი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გოლი ისტორიაში პირველად არ გაუშვა.
ესპანეთის ნაკრებმა ევროს ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი ისტორიაში მეორედ მოიგო - პირველად ევრო 2008-ზე და შემდეგ ჩემპიონიც გახდა.
ესპანეთის ნაკრებს ბოლო 11 ოფიციალური მატჩიდან 10 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.
ლუის დე ლა ფუენტეს დანიშვნის შემდეგ, ფერან ტორესმა 7 გოლში მიიღო მონაწილეობა (5 გოლი, 2 ასისტი), რაც, ხოსელუსთან ერთად, ყველაზე მაღალი შედეგია.
ევროპელი ფეხბურთელები, რომლებმაც ევრო 2020-დან მოყოლებული დიდ ტურნირებზე ყველაზე მეტი ასისტი გააკეთეს: დანი ოლმო - 5; ლუკ შო, ივან პერიშიჩი, სტივენ ცუბერი - 4-4.
დანი ოლმოს ევროპის ჩემპიონატზე 4 ასისტი აქვს, რაც ესპანეთის ნაკრების ისტორიაში მე-2 შედეგია - რეკორდი ცესკ ფაბრეგასს ეკუთვნის (5).
ფერან ტორესს დიდ ტურნირებზე 5 გოლი მოუგროვდა - 3 ევროზე და 2 მსოფლიოზე.
38 წლისა და 216 დღის ასაკში, ხესუს ნავასი გახდა ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც დიდი ტურნირის მატჩში მიიღო მონაწილეობა. სანტიაგო კანისარესის რეკორდი გააუმჯობესა - 36 წელი და 248 დღე.
ალბანეთის ნაკრებს ევროს ისტორიაში 6 მატჩი 1 აქვს მოგებული და ასევე მხოლოდ 1-ში აქვს კარი მშრალად შენახული.