გიორგი ქინქლაძე, ირაკლი ვეკუა, ლუკა სილაგაძე, ჯაბა ტყეშელაშვილი, გიორგი ქობალია
Aa
Aa

ძალოსნების ტრიუმფი - 37 მედალი კონტინენტის პირველობაზე

წინა წლების მსგავსად, კადეტ ძალოსანთა შორის ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ტრიუმფალურად დაასრულა. საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გამართულ პრესტიჟულ ტურნირზე როგორც 15-წლამდე, ასევე 17-წლამდე ასაკობრივმა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

ქართველმა ძალოსნებმა ტურნირი საერთო ჯამში 37 მედლით დაამთავრეს, საიდანაც 15-წლამდელებმა 21 (11 ოქრო, 7 ვერცხლი, 3 ბრინჯაო), ხოლო 17-წლამდელებმა 16 (6 ოქრო, 3 ვერცხლი, 7 ბრინჯაო) მედალი დაისაკუთრეს. მთლიანობაში კი სხვადასხვა სინჯის მედლით კონტინენტის პირველობა თხუთმეტმა ძალოსანმა დაასრულა.

საუკეთესო შედეგი ხუთმა მათგანმა აჩვენა. უფროსებს შორის სამივე დისციპლინაში ოქროს მედალი ლუკა სილაგაძემ (96 კგ) და ირაკლი ვეკუამ (+102 კგ), უმცროსი ასაკის სპორტსმენებში კი გიორგი ქობალიამ (+102 კგ), ჯაბა ტყეშელაშვილმა (102 კგ) და გიორგი ქინქლაძემ (55 კგ) მოიგეს. ტყეშელაშვილმა აკვრაში 169 კილოგრამი დააფიქსირა, რითაც ევროპის რეკორდსმენი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
4 მედალი პირველივე დღეს - ძალოსნების წარმატება
4 მედალი პირველივე დღეს - ძალოსნების წარმატება