გიორგი ჩაკვეტაძე, ლაშა ჯაკობია
Aa
Aa

„ჩაკვეტაძე თადარიგში არ უნდა დატოვო“ - ჯაკობია სანიოლის ცვლილებებზე

ლაშა ჯაკობია იმ თაობის ფეხბურთელებს მიეკუთვნება, რომელთაგანც ბევრს ელოდნენ და გულშემატკივრები საქართველოს ნაკრებისგან  რომელიმე დიდ სანაკრებო ტურნირზე გაყვანას ითხოვნდნენ, თუმცა ვეტერანმა ფორვარდმა და მისმა მაშინდელმა თანაგუნდელებმა სამწუხაროდ მიზანს ვერ მიაღწიეს. კარიერის დასრულების შემდეგ, ჯაკობია საფეხბურთო აგენტის პოზიციაზე მუშაობს და ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჩაკვეტაძე ამ მხრივ სწორედ მასთან და კიდევ ერთ ვეტერან ქართველ ფეხბურთელ გოგა გახოკიძესთან თანამშრომლობს. Crystalsport-თან საუბარში ჯაკობიამ როგორც ეროვნული ნაკრების განვლილი ორი თამაში, ასევე თავისი კლიენტის, ჩაკვეტაძის ასპარეზობა შეაფასა

რა თქვა ჯაკობიამ

ვფიქრობ, პირველ ტურში კარგად ჩავატარეთ და ეს მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ნაკრებს გაცილებით მეტი ინდივიდუალისტი ჰყავს, ვიდრე ჩეხეთს.

მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებებზე ბევრს არ ვისაუბრებ, მაგრამ ჩემი პირადი აზრია, რომ როდესაც გუნდში ჩაკვეტაძე გყავს, მას გამუდმებით ძირითადში უნდა აყენებდე. მხოლოდ მე არ აღვნიშნავ ამას, გიომ თურქებთან საოცრად კარგად იმუშავა და ეს მიუხედავად იმისა, რომ მისთვის უცხო პოზიციაზე, მარჯვენა ფლანგზე უწევდა ასპარეზობა.

არ ვეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც ხვიჩა კვარაცხელიას აკრიტიკებენ, რადგან ეს ბიჭი თითოეულ მატჩში ბევრს მუშაობს და ცდილობს ნაკრებს სარგებელი მოუტანოს. რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილსა და გიორგი მიქაუტაძეს, საოცრად კარგად ითამაშეს და მათზე კომენტარი ზედმეტია.

მიკავშირდებიან თუ არა ჩაკვეტაძის ტრანსფერზე? ამაზე საუბარი ნაადრევია. ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ის ცოტას დაისვენებს და შემდეგ „უოტფორდთან“ ერთად ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს.

ლაშა ჯაკობიამ საქართველოს ეროვნულ გუნდში 2004-2008 წლებში 13 შეხვედრა ჩაატარა, აქედან 8 შემთხვევაში ცვლილებაზე გამოჩნდა მოედანზე და 1 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ნაკრების უცნობი ჯადოქარი | Opta-ს ვრცელი სტატია ჩაკვეტაძეზე
საქართველოს ნაკრების უცნობი ჯადოქარი | Opta-ს ვრცელი სტატია ჩაკვეტაძეზე