მანჩესტერში ბრუნდება - ნისტელროი ტენ ჰაგის ასისტენტი იქნება
მანჩესტერ იუნაიტედში სიახლეა. წითელ ეშმაკებს ლეგენდარული ყოფილი ფეხბურთელი რუუდ ვან ნისტელროი უბრუნდება.
ნისტელროი ერიკ ტენ ჰაგის ასისტენტი იქნება და გუნდის აბსოლუტურად ყველა საკითხი შეეხება, რაც საწვრთნელ პროცესს და შიდა სამზარეულოს უკავშირდება.
მანჩესტერში თვლიან, რომ რუუდი ფეხბურთელებისთვის ავტორიტეტი იქნება და მასთან ერთად მოთამაშეებს ტენ ჰაგის მიმართ ნდობა დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში გასახდელში ერიკმა ნდობა დაკარგა და ბრიტანული მედია ამ საკითხზე გამუდმებით წერდა. ნისტელროის კი ახალი ეტაპის საწყის წერტილად მოიაზრებენ.
რაც შეეხება ნისტელროის სამწვრთნელო კარიერას, ის ბოლოს პსვ-ს დამრიგებელი იყო. იქამდე კი ნიდერლანდების ნაკრებში მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.
ცნობისთვის, ნიდერლანდელი ყოფილი ფეხბურთელი მანჩესტერ იუნაიტედში 2001/2006 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან წითელი ეშმაკების მაისური ყველა ტურნირზე ერთად 219-ჯერ მოირგო, 150 გოლი გაიტანა და 30 საგოლე გადაცემა შეასრულა.