მადრიდის რეალი, საუდის არაბეთი, ხოსელუ
Aa
Aa

ხოსელუ რეალს ტოვებს და საუდის არაბეთში მიდის

ესპანური მედიის ინფორმაციით, ხოსელუ მადრიდის რეალიდან მიდის. ესპანელ თავდამსხმელს საუდის არაბეთიდან ეპატიჟებიან, თუმცა დაზუსტებით კლუბის ვინაობა ცნობილი არ არის.

MARCA-ს ცნობით, კარლო ანჩელოტის ხოსელუს დარჩენა სურდა, მაგრამ ვეტერანმა შემტევმა ჩათვალა, რომ მას მინიმალური სათამაშო დრო ექნებოდა.

ამის მიზეზი კილიან მბაპეს და ენდრიკის ტრანსფერებია. შეიძლება ითქვას, რომ ხოსელუ სწორედ ფიქრობს და სათამაშო დრო საკმაოდ შეუმცირდება.

საუდის არაბეთში კი მისი ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაიზრდება და ძირითად შემადგენლობაში ხშირად ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ ხოსელუს მადრიდის რეალში გამორჩეული მატჩი მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ ჰქონდა. ესპანელმა ფეხბურთელმა რეკორდმაისტერს 2 გოლი გაუტანა და ბლანკოსი ფინალში გაიყვანა.

გასულ სეზონში ხოსელუმ ყველა ტურნირზე ერთად 49 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 17 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
12-დან მე-12-ედ ჯგუფში ჩარჩნენ | ევროს მე-10 დღის გამორჩეული ფაქტები
12-დან მე-12-ედ ჯგუფში ჩარჩნენ | ევროს მე-10 დღის გამორჩეული ფაქტები