12-დან მე-12-ედ ჯგუფში ჩარჩნენ | ევროს მე-10 დღის გამორჩეული ფაქტები
გერმანიაში მიმდინარე ევრო 2024-ის მე-10 სათამაშო დღეს, შვეიცარია-გერმანიისა და შოტლანდია-უნგრეთის მატჩები გაიმართა. CrystalSport-ი გთავაზობთ დღის გამორჩეულად საინტერესო ფაქტებსა თუ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც ამ შეხვედრებსა და მათში მონაწილე ფეხბურთელებს უკავშირდება.
ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, ერთ მატჩში ყველაზე მეტი წარმატებული პასი: ტონი კროოსი - 324 (ევრო 2024); ტონი კროოსი - 323 (ევრო 2016); ჩავი - 317 (ევრო 2012); გრანიტ ჯაკა - 281 (ევრო 2016); ტონი კროოსი - 280 (ევრო 2020).
ნიკლას ფულკრუგმა, დიდი ტურნირების ეგიდით, ცვლილებაზე გამოსვლის შემდეგ მე-4 გოლი შეაგდო და გერმანიის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირია.
ოლივერ ბირჰოფის (ევრო 1996) შემდეგ, ნიკლას ფულკრუგი მე-2 გერმანელია, რომელმაც ევროს ერთ კონკრეტულ ტურნირზე ცვლილებიდან 2 გოლი შეაგდო.
გერმანიის ნაკრებმა ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 8 გოლი გაიტანა. ამდენი გუნდმა ბოლოს 2006-ის მსოფლიოს ჯგუფში (კოსტა რიკა, პოლონეთი, ეკვადორი) შეაგდო და ტურნირი მაშინაც გერმანიაში იმართებოდა.
გერმანიის ნაკრებს ევროს ისტორიაში ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი ერთადერთხელ აქვს მოგებული - ევრო 2012-ზე (პორტუგალია, დანია, ნიდერლანდები).
გერმანიის ნაკრებს შვეიცარიასთან ისტორიაში მხოლოდ 2 ურთიერთშეხვედრა აქვს წაგებული - 16 მოგება და 5 ფრე.
მანუელ ნოიერმა ევროს ფინალურ ეტაპზე მე-18 მატჩი ჩაატარა, რაც მეკარეებს შორის ახალი რეკორდია - ბუფონი (17) და ვან დერ სარი (16). იგი, გერმანელთა შორის, რეკორდსმენ ბასტიან შვაინშტაიგერსაც გაუთანაბრდა.
მანუელ ნოიერმა დიდ ტურნირებზე 37-ე მატჩი ჩაატარა, რითაც პაოლო მალდინის გადაასწრო - წინ მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუა (45).
შვეიცარიის ნაკრები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, პლეი-ოფში ზედიზედ მე-6-ედ გავიდა - სერია მსოფლიოს 2014-იდან იწყება.
დან ნდოიემ ნაკრებში მე-14 შეხვედრა ჩაატარა და პირველი გოლი გაიტანა.
შოტლანდიის ნაკრებმა, ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში, მეტოქეთა კარისკენ ჯამურად 17-ჯერ დაარტყა, რაც, ჩრდილოეთ ირლანდიასთან ერთად (ევრო 2016), ევრო 1980-ის შემდეგ ყველაზე დაბალი შედეგია.
მიმდინარე ევროზე ორი შემთხვევაა, როცა კონკრეტულმა გუნდმა პირველ ტაიმში მეტოქის კარისკენ ერთხელაც ვერ დაარტყა - ორივე შემთხვევაში ეს შოტლანდიის ნაკრები იყო (გერმანიასთან და უნგრეთთან).
უნგრელმა კევინ ჩობოტმა ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე გვიანი გოლი გაიტანა - 99:32. იგულისხმება ძირითად დროში დასრულებული მატჩები.
შოტლანდიის ნაკრები დიდ ტურნირებზე 1954 წლიდან მონაწილეობს, ეს მათთვის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ჯამურად მე-12 ფინალური ეტაპი იყო და ჯგუფიდან არც ერთხელ გასულან.
ადამ ნოჯიმ ევროს ფინალურ ეტაპზე მე-9 მატჩი ჩაატარა, რაც უნგრელ ფეხბურთელთა შორის, ყველა დროის რეკორდია.