მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

მერაბი ომალის გამოკითხვას გამოეხმაურა | ჩემპიონი ჯერჯერობით დუმს

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, შონ ომალისა და მერაბ დვალიშვილის სიტყვების ომი გრძელდება. „მანქანამ“ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და „ომალის“ გამოკითხვის შედეგებს გამოეხმაურა.

„შუგამ“ X-ის საკუთარ გვერდზე გამოკითხვა დაიწყო: „არის თუ არა მერაბ დვალიშვილი ვაჟიშვილი?“. მასში მონაწილეობა 40 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო და მათმა უმრავლესობამ, 59.7 პროცენტმა დადებითი პასუხი დააფიქსირა, რის შემდეგაც „მანქანამ“ ომალის ქომაგებს მიმართა.

„არის! შედეგები ცნობილია... ვაჟიშვილი ვარ! შონ ომალის რომელიმე გულშემატკივარი მზადაა, მოხალისედ გამოვიდეს და ვაჟიშვილობა დამაკარგვინოს?“, - დაწერა მერაბმა და ომალის მისთვის ჯერ არ უპასუხია.

შეგახსენებთ, რომ ეს დვალიშვილის მეორე გამოხმაურებაა. რამდენიმე საათის წინ, „მანქანამ“ ჩემპიონის გამოკითხვას ასე უპასუხა: „შენი შვილის დედას ჰკითხე“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პსჟ-ს სჯერა, რომ კვარას გაიფორმებს“ | რას წერს ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი
„პსჟ-ს სჯერა, რომ კვარას გაიფორმებს“ | რას წერს ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი