გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე
Aa
Aa

“შენი გუნდი“ - შერმადინი ტენერიფეში კიდევ 1 წლით

გიორგი შერმადინი ლენოვო ტენერიფეში კიდევ 1 წელი ითამაშებს. მხარეებს შორის კონტრაქტში ჩადებული პუნქტი ამოქმედა, რომელიც ქართველი კალათბურთელის კიდევ 1 წლით დარჩენას ითვალისწინებდა.

კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, ესპანური გუნდი სახალისო ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც შერმადინი ხაჭაპურს ამზადებს. სახელად კი ქართული ასოებით „შენი გუნდი“ დააწერა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ტენერიფეში კიდევ ერთი 1 წლით ვითამაშებ. მეც და ჩემი ოჯახიც აქ თავს კარგად ვგრძნობ. ვფიქრობ, ბოლო წლებში ამ გუნდისთვის ბევრი კარგი რამ გავაკეთე.“

- განაცხადა გიორგიმ

შეგახსენებთ, რომ გიორგი ტენერიფეში 2019 წელს გადავიდა. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 258 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ასევე შეგახსენებთ, ქართველი ცენტრი ლიგა ენდესას MVP 2020/2021 და 2022/2023 წლებში გახდა. 22-ჯერ კვირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ხოლო თვის საუკეთესო კალათბურთელად 13-ჯერ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საამაყოა, რომ ბოლო ტურის წინ შანსი გვაქვს“ | ალექსანდრე იაშვილის კომენტარი
„საამაყოა, რომ ბოლო ტურის წინ შანსი გვაქვს“ | ალექსანდრე იაშვილის კომენტარი