ნიკოლოზ ბასილაშვილი, მატის ერჰარდი
Aa
Aa

მილანის ჩელენჯერის საკვალიფიკაციო ეტაპი - ბასილაშვილი 1-ელ წრეში დამარცხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი მილანის ჩელენჯერის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში ATP რეიტინგის 341-ე ნომერს მატის ერჰარდს დაუპირისპირდა და სამ სეტში 4:6 6:3 3:6 დამარცხდა. მატჩი 2 საათი და 32 წუთი გრძელდება.

ბასილაშვილმა პირველ სეტში თავისი ორი ჩაწოდება დათმო და საპირისპიროდ მხოლოდ ერთი მოიგო. ეს კი საკმარისი არ აღმოჩნდა.

მეორე სეტში დაძაბული დაპირისპირება გაიმართა და მოთამაშეებს არაერთი ბრეიკპოინტი ჰქონდათ.

მეოთხე გეიმში ნიკოლოზმა მეტოქის ჩაწოდება მოიგო, გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და შანსი ხელიდან აღარ გაუშვა. სეტებს შორის ანგარიში გათანაბრდა.

მესამე სეტი პირველის სცენარით წარიმართა. ფრანგმა 2 ბრეიკი შეასრულა, ქართველმა კი ერთი. სამწუხაროდ ბასილაშვილი დამარცხდა. ახლა ნიკოლოზი ATP რეიტინგში 446-ე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები