ბარსელონა, მანჩესტერ სიტი, ბერნარდუ სილვა, მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

გამოსასყიდი 50 მილიონია - ბაიერნი სილვას მიადგა

რამდენიმე დღეში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება და გუნდები უკვე სამზადისს შეუდგნენ.

OneFootball-ის ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნი შეტევის გაძლიერებაზე ფიქრობს და თვალი ბერნარდუ სილვას დაადგა.

წყაროს ცნობით, რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობა პორტუგალიელის გამოსასყიდი თანხის გადახდაზე ფიქრობს, რომელიც 50 მილიონ ევროს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ სილვას სიტისთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.

ასევე ცნობილია, რომ თავად ბერნარდუს მანჩესტერიდან აბარგება დიდი ხანია სურს. მისი გადაბირება ბარსელონას გასულ წელსაც სურდა და ინტერესს ახლაც იჩენს, მაგრამ კატალონიურ გრანდს ტრანსფერის განხორციელების ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რას ფიქრობს თავად სილვა ბაიერნის ინტერესზე, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალ სეზონში ის სხვა გუნდის მაისურს მოირგებს.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის პორტუგალიელი ქალაქელებს 2017 წელს მონაკოდან შეუერთდა. 2017 წლიდან დღემდე, სილვამ სიტის შემადგენლობაში 355 მატჩი ჩაატარა, 66 გოლი გაიტანა და 66 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
20 მილიონი ტას სანაცვლოდ - ლევერკუზენმა ბაიერნის შეთავაზება დაბლოკა
20 მილიონი ტას სანაცვლოდ - ლევერკუზენმა ბაიერნის შეთავაზება დაბლოკა